ვერაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ექსკლუზიური კადრები (ვიდეო)
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის კადრები გავრცელდა. კადრები ექსკლუზიურად გაავრცელა „ტვ მთავარმა“.
კადრებში ჩანს, როგორ ესროლა თავდამსხმელმა საბა გახოკიამ ბიზნესმენ გიჩო მარგველაშვილს, რის შემდეგაც სისხლიან გარჩევაში რამდენიმე პირი ჩაერთო, მათ შორის მარგველაშვილის დაცვა, რომელმაც გახოკიას საპასუხოდ ესროლა და მისი ლიკვიდირება მოახერდა.
ცნობილია, რომ მომხდარის შედეგად 2 პირი დაიჭრა - ერთი თავად გიჩო მარგველაშვილი და მეორე - მაღაზიაში მყოფი რიგითი მოქალაქე.
სისხლიანი დაპირისპირების სავარაუდო მოტივი წარსულში მომხდარი დაპირისპირებაა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.