თეგებით ძიება
05. 05. 2023 სპორტი

სამწუხარო ინფორმაცია ნეაპოლიდან - "ნაპოლის" ჩემპიონობას მსხვერპლი მოჰყვა

ნეაპოლში, სადაც "ნაპოლის" მიერ იტალიის ჩამპიონობას ზეომობდნენ, ტრაგედია მოხდა. სკუდეტოს მოპოვების აღნიშვნისას 26 წლის მამაკაცი დაიღუპა, სამმა კი დაზიანება მიიღო.

იტალიური მედიის ცნობით, ინციდენტი ზეიმის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას მოჰყვა.

საქმეს პოლიცია იძიებს. ჯერ დადგენილი არ არის, ეს წინასწარგანზრახული მკვლელობა იყო, თუ ახალგაზრდა კაცი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მთლიანობაში კი, "ნაპოლის" ჩემპიონობის აღნიშვნისას, ფეიერვერკების გამოყენების შედეგად 86 ადამიანი დაშავდა, აქედან 45-ის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი", სადაც ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც თამაშობს, 33 წლის შემდეგ იტალიის ჩემპიონი მესამედ გახდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა