თეგებით ძიება
05. 05. 2023 სპორტი

"რაც მეტს აგინებდნენ აქ, მით უფრო თამაშობდა იქ, ეს ბიჭი. რაც უფრო უწუნებდნენ ქართველობას, მით უფრო ქართველობდა...ხოდა, ჩემპიონია" - რას წერენ კვარაზე?

სოციალურ ქსელში აქტიურად ეხმაურებიან ქართველი ფეხბურთელის კლუბის "ნაპოლის" მიერ იტალიის ჩემპიონატის მოგებას და ასევე, თავად ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც გასული თვეებს განმავლობაში, უმიზეზოდ არაერთხელ გაუკრიტიკებიათ.

"შენ გახდები ჯოტიას ტრენერი, ტრენერი ხო იცი ვინ არის?

-კი, რო იგინება.

-ხოდა,  რას შვრები შენ, გამოდიხარ მეხიკოში, ოლიმპიურ სტადიონზე, შუა მინდორში, გამოდის ჯოტიაც, შენ აგინებ ჯოტიას, ჯოტია ამყარებს მსოფლიო რეკორდს, ა,? როგორია?

- კი მაგრამ, ამდენ ხალხში, როგორ შევიგინო?

- როგორ და უბრალოდ, რა იციან იმგენმა მეგრული,

- როგორ არ ეცოდინებათ მეგრული,

-არ იციან, მე შენ გელაპარაკები."

.

ბიჯო, ბიჯო, 

ასე ფილმი  აგვხდენოდეს, მე არ მინახავს.

რაც მეტს აგინებდნენ აქ,  მით უფრო თამაშობდა იქ, ეს ბიჭი.

რაც უფრო უწუნებდნენ ქართველობას, მით უფრო ქართველობდა,  

ხოდა,  ამის მაგინებლების დედაც,..

არ იციან, ნიჭი, კაცობა, და ალალობა,  რომც დააბა, თავისას მაინც რომ გაიტანს?

ხოდა, ჩემპიონია.

და იმ უცხო ქვეყნის ჩემპიონობა არაფერია, იმ ქართულ მარათონთან რაც ამ ხნის განმავლობაში გაიარა, და გაიარა ისე, რომ არაფერი შეშლია ამ 22 წლის მზებიჭს.

არ შეშლია არც კაცთან,  არც ღმერთთან და არც თავის ქვეყანასთან.

ხო, არც ის შეშლია, თუ სად და რომელ მხარეზე უნდა იყოს მისი ქვეყანა, ევროპასთან, თუ რუსეთთან და რა არჩევანი უნდა გააკეთოს.

რომ თავისუფლებასთან  უნდა იყოს, და არა ძალადობასთან და ფაშიზმთან!

მოედანზე ასეთ მატყუარას, უღირსი არაფერი და არასდროს უკადრებია არც თავისი თავისთვის და არც თავისი ხალხისთვის და ამიტომაა ის ჩემპიონი, მთელი საქართველოს  გული რომ მოიგო,  

მთელმა საქართველომ სულში რო ჩაისვა, მიტომ არის ჩემპიონი.

კაცობის და ალალობის ჩემპიონი, ხო..

აეგრე,!

მიდი, კვარა!

სკანი გოლუაფირო!

წერილებიდან " დრამატული დრამატურგია"

გუჯა ბიძია", - იკითხება პოსტში, რომელსაც სოციალური ქსელის მომხმარებელი სახელწოდებით "გუჯა ბიძია" ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი", სადაც ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც თამაშობს, 33 წლის შემდეგ იტალიის ჩემპიონი მესამედ გახდა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა