თეგებით ძიება
05. 05. 2023 სპორტი

"არ ვიცი, ნახავს თუ არა, მაგრამ მინდა..." - გიორგი სუხიტაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართავს

მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი, ქართველ ფეხბურთელს, აწ უკვე იტალიის ჩემპიონს, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართავს და სოციალურ ქსელში მადლობას უხდის.

"მადლიერებისა და სიამაყის გრძნობა მაქვს.

მადლიერება იმის გამო, რომ იტალიაში სადაც ასიათასობით ქართველი ცხოვრობს და რომლებიც ძირითადად, რთულ სამუშაოზე მუშაობენ, მათ დაუბრუნა სიამაყის განცდა, იმედი და ღიმილი.

მისცა შესაძლებლობა, რომ თქვან: 

"მე ქართველი ვარ" და ამას იტყვიან სიამაყით.

წლები გავა და უფრო მეტად მივხვდებით ამ ბიჭის მიღწევა რამდენ რამეს შეცვლის მომავალში.

ამაყი ვარ, რომ ქართველმა ახალგაზრდა კაცმა სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა ჩვენი დროშა, ჩვენი სახელი და თუ ხარ საქართველოს შვილი ამ სიამაყეს უნდა გრძნობდე, მიუხედავად იმისა, სპორტი გიყვარს თუ არა.

ასეთი მოვლენები სპორტზე მეტია...

არ ვიცი, ნახავს თუ არა, (ალბათ არა) მაგრამ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამ სიამაყისთვის, ყველა იმ ადამიანის სახელით, ვინც თავის თავზე იგრძნო ის დადებითი ცვლილება უცხო ქვეყანაში.

მადლობა ბიჯო! წინ დიდი გამოწვევები და ბრძოლებია, მაგრად დადექი! ", - წერს სუხიტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი", სადაც ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც თამაშობს, 33 წლის შემდეგ იტალიის ჩემპიონი მესამედ გახდა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა