თეგებით ძიება
05. 05. 2023 სპორტი

შესწორებულია: ინფორმაციას, თითქოს ქართველ მომვლელს “ნაპოლის” ჩემპიონობის გამო ბინა აჩუქეს, სიცრუეა

შესწორებულია - გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, ნანა ბიწაძეს "ნაპოლის" გულშემატკივარმა იტალიელმა მოხუცმა ქალმა ბინა უანდერძა და იტალიელი მილიონერი წალენჯიხაში ინვესტიციის ჩადებას აპირებდა, mythdetector.ge-ს ცნობით, ტროლი ავრცელებს და ცრუ ინფორმაცია არის

"როგორც იცით ბოლო 22 წელია იტალიაში, კერძოდ კი ნეაპოლში ვმუშაობ მომვლელად, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ მაიძულა ჩემი საყვარელი ქვეყნიდან გადახვეწა.

ქალბატონ იზაბელა ბენედეტის ბოლო 7 წელია ვუვლი. ნაპოლის ფანია და 30 წელი ელოდა საყვარელი გუნდის გაჩემპიონებას. ხვიჩა კვარაცხელიას წყალობით ნაპოლი გაჩემპიონდა და მადლიერმა ბებომ ანდერძში მომიხსენია ხალხო, ხვიჩას წყალობით.

მისი 5 ოთახიანი ბინის ერთადერთი მემკვიდრე მე გავხდი, ვერ ვიჯერებ.

ეგ კიდევ არაფერი, ამ ბებოს შვილიშვილი მილიონერია და აპირებს ხვიჩას სამშობლოში, წალენჯიხაში 12 მილიონი ევროს ინვესტიცია გააკეთოს და საფეხბურთო აკადემია ააშენოს, რათა ხელი შეუწყოს ნიჭიერი ქართველი სპორტსმენების ევროპულ გრანდებში გადასვლას.

აი ეს გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ, საქართველო გააცნო იტალიას და ამისთვის მადლობა მას", - ნათქვამი იყო ნანა ბიწაძის სახელით ფეისბუქზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი", სადაც ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც თამაშობს, 33 წლის შემდეგ იტალიის ჩემპიონი მესამედ გახდა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა