თეგებით ძიება

დაკავებულია გიჩო მარგველაშვილის დაცვის სამსახურის თანამშრომელი - რა ინფორმაცია ვრცელდება ვერაზე მომხდარ მკვლელობაზე?

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ანგარიშსწორების საქმეზე დაკავებულია - გიჩო მარგველაშვილის დაცვის სამსახურის თანამშრომელი.

ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობისა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების მუხლით დაიწყო.

„ქალაქ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე დაკავებულ იქნა შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ.“- აღნიშნეს ბრიფინგზე. 

გუშინ, "გიჩო", იგივე გივი მარგველაშვილი, ტელეფონზე საუბრობდა, რა დროსაც თავდამსხმელმა მისი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. შემდეგ კი გივი მარგველაშვილის დაცვამ განახორციელა საპასუხო გასროლა თავდამსხმელის მიმართულებით, რის შედეგადაც საბა გახოკია ადგილზე გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა