თეგებით ძიება

სახელმწიფო ლიდერის ეროვნული გამოსვლა იყო - რატი იონათამიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე

"ქართული ოცნების" წევრი, რატი იონათამიშვილი პრემირ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.

მისი თქმით, ეს იყო ეროვნული და ღირსეული გამოსვლა.

"საქართველოს პრემიერის სიტყვა იყო ეროვნული და სახელმწიფო ლიდერის გამოსვლა, რომელიც შეეხო ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის, როგორც ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ადამიანის უფლებებს, თანასწორობის პრინციპს და იმ ღირებულებებს და ფასეულობებს, რომელსაც ღირსებით ატარებს ჩვენი ქვეყანა უკე საუკუნეების მანძილზე. მისი გამოსვლის შემდეგ რექციებით, მე ვფიქრობ, რომ ლუსტრაცია მოახდინეს საკუთარი თავის რადიკალურ ოპოზიციაში განსაკუთრებით  და შემთხვევითი არ არის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე, რომ ისინი არიან უსამშობლო და უღმერთო ადამიანები, რომლებიც არ არიან არც ჩვენი საზოგადოების, არც საკუთარი მხარდამჭერების სამსახურში, არამედ ემსახურებიან მათ, ვინც დაცლილები არიან იმ ზნეობრივი პრინციპებისგან და ღირებულებებისგან, რაზეც დგას დღეს თანამედროვე პროგრესული საზოგადოება", - ამბობს იონათამიშვილი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა