საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მაია მენაღარიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება უწყდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მაია მენაღარიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება უწყდება. ამის თაობაზე ცნობილი ხდება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგიდან, რომელიც 8 მაისს არის ჩანიშნული.
მენაღარიშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტა დღის წესრიგში პირველ საკითხად არის შეტანილი.