თეგებით ძიება

გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი ორი პირიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა - რას ამბობს ხეჩინაშვილის კლინიკის მენეჯერი?

სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური მენეჯერის, რეანიმაციული განყოფილების გამგის, ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი ორი პირიდან ერთ-ერთის, გივი მარგველაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ერთი პირი დააკავეს

„ამ ეტაპზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციის განყოფილებაში. კლინიკაში შემოსვლისთანავე ქირურგიული დახმარება ჩაუტარდა“, - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

გუშინ, "გიჩო", იგივე გივი მარგველაშვილი, ტელეფონზე საუბრობდა, რა დროსაც თავდამსხმელმა მისი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. შემდეგ კი გივი მარგველაშვილის დაცვამ განახორციელა საპასუხო გასროლა თავდამსხმელის მიმართულებით, რის შედეგადაც საბა გახოკია ადგილზე გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა