თეგებით ძიება

ღირებულების ომში ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი იდენტობის, ტრადიციების მხარეს - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მსოფლიოში ღირებულებების ომი მიმდინარეობს და საქართველო უნდა იყოს საკუთარი იდენტობის და ტრადიციების მხარეს.

"ღირებულებების ომი მიდის მსოფლიოში, აქ ჩვენი ქართული გამოწვევაა ჩვენი მხრივ სად აღმოვჩნდებით ამ ღირებულებების ბრძოლაში და ჩვენ დარწმუნებულები ვართ და ხალხის მხარდაჭერაც შეუძლებელია სხვაგვარი იყოს, რომ ამ ბრძოლაში, ამ ღირებულების ომში, ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ღირებულებების მხარეს და არა სხვა მხარეს, სადაც არაჯანსაღი პროპაგანდა მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით, რაშიც ძალიან ხშირად ურევენ ხოლმე მაგალითად ადამიანის უფლებების დაცვას, რაშიც აბსოლუტურად შეუვალები ვართ და ასე შემდეგ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა