ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვიქნებოდი "რეალითი“ ვარსკვლავი - რას ამბობს ლუკა შაფაქიძე?
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვიქნებოდი ვარსკვლავი", - ამის შესახებ რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონის მონაწილემ, ლუკა შაფაქიძემ "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ისაუბრა.
- მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
- მოვლენა, რომელმაც შემცვალა, იყო დედაჩემის გარდაცვალება. ვცდილობ, ისეთი რაღაცები გავაკეთო, რაც მას მოეწონებოდა.
- ვერასდროს წარმოვიდგენდი...
- რომ ვიქნებოდი რეალითი ვარსკვლავი;
- ცხოვრება, რომ თავიდან იწყებოდეს...
- ნაკლებად მოვუსმენდი უცნობ ადამიანებს;
- სტიმულს მაძლევს...
- ოჯახი, მეგობრები, მუსიკა;
- გეგმა, რომელიც ჯერ ვერ განვახორციელე...
- ბევრი გეგმა მაქვს... კონტრაქტი მექნებოდა რომელიმე ხმის ჩამწერ სტუდიასთან, რომ მეტი სიმღერის ჩაწერა შევძლო.
- პირველი სიყვარულის ისტორია...
- პირველად რომ შემიყვარდა, 19 წლის ვიყავი... ძალიან ტოქსიკური ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს. ეს ურთიერთობა დაშორებებით და შერიგებებით, დაახლოებით, ერთ წელს გაგრძელდა. ცივილიზებულად დავასრულეთ - დღემდე კარგი ურთიერთობა გვაქვს და ვმეგობრობთ.
- ვერასდროს ვიქნებოდი...
- ვერასდროს ვიქნებოდი დისკრიმინაციის მომხრე. არ მიყვარს რაიმე ნიშნებით ადამიანების განსხვავება, რის წინაშეც, შესაძლოა, ის უძლური იყოს.
- მეშინია...
- საყვარელი ადამიანების დაკარგვის და გველის.
- რჩევას ვიღებ...
- რჩევას საუკეთესო მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან ვიღებ. მიყვარს რჩევები, მაგრამ არ მიყვარს ჭკუის დარიგება და შენიშვნები. მირჩევნია, დალაგებული, ადეკვატური რჩევა.
- მოხუცი ვიქნები...
- ვერ წარმომიდგენია და სხვათა შორის, ვერასდროს წარმომედგინა... არ მინდა დრამატული პასუხი გავცე, მაგრამ... ვერასდროს წარმომედგინა ჩემი თავი ასაკში, რატომღაც მეგონა, რომ მანამდე დასრულდებოდა ჩემი ცხოვრება, რაღაც ხმა მეუბნებოდა (იცინის). მაგრამ, დიდი იმედი მაქვს, რომ საყვარელი და სიმპათიური ბაბუ ვიქნები.