ცუდი შემთხვევა მოხდა - ვახტანგ გომელაურმა ვერაზე მომხდარ მკვლელობაზე პირველი კომენტარი გააკეთა
შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ვერაზე მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა. მინისტრმა მედიის შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ დაკავებულია შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, რომელიც კერძო პირთან, დაცვაში მუშაობდა.
გომელაურის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით დეტალებზე ალბათ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ისაუბრებს.
„გუშინ ნამდვილად ცუდი შემთხვევა მოხდა. დაკავებულია ერთი პირი“, - განუცხადა მინისტრმა მედიას.
გუშინ, "გიჩო", იგივე გივი მარგველაშვილი, ტელეფონზე საუბრობდა, რა დროსაც თავდამსხმელმა მისი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. შემდეგ კი გივი მარგველაშვილის დაცვამ განახორციელა საპასუხო გასროლა თავდამსხმელის მიმართულებით, რის შედეგადაც საბა გახოკია ადგილზე გარდაიცვალა.