კრიმინალი გაიზარდაო, საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ ამას, რომ კრიმინალი გაიზარდა? - ვახტანგ გომელაური
შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე საუბრობს და კითხვას უსვამს ჟურნალისტებს, თუ საიდან მოაქვთ, თითქოს ქვეყანაში კრიმინალის სტატისტიკა გაზრდილია.
"რაც შეეხება კრიმინალის გაზრდას, თქვენ ყოველ წელს მაგას იძახით, კრიმინალი გაიზარდა, გაიზარდაო. შარშან, მაგალითად, პირველად მოხდა საქართველოში, რომ 74 მკვლელობა მოხდა წელიწადში, როდესაც იყო 300-330. ყველაზე დაბალი დაფიქსირდა 2022 წელს, 74 მკვლელობა საქართველოში, რომელიც ნამდვილად უპრეცედენტოა. კრიმინალი გაიზარდაო, სტატისტიკა დადებულია. საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ ამას, რომ კრიმინალი გაიზარდა? არ შეიძლება ხალხი მოატყუოთ. ციფრებია, რომლებიც დევს ღიად ჩვენს საიტზე, შეხედეთ.... სხვა კითხვა დამისვით", - აცხადებს გომელაური.