თეგებით ძიება
05. 05. 2023 სპორტი

კვარა ჩუმი ბიჭია, რომელიც თავის ხმას ყველას მოედნიდან აგებინებს - რას ამბობს "ნაპოლის" კაპიტანი ხვიჩაზე?

"ნაპოლის“ კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ იტალიის ჩემპიონობის შემდეგ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"ნაპოლის“ ძალა ამ სეზონში გუნდურობა იყო, კონკრეტული სახელების დასახელება არ მსურს. კვარაცხელია? „ნაპოლიში“ ჩამოსვლა და დაუყოვნებლივ სკუდეტოს მოგება რაღაც წარმოუდგენელია. ის ჩუმი ბიჭია, რომელიც თავის ხმას ყველას მოედნიდან აგონებს. ბევრ მატჩში იყო გადამწყვეტი და ძალიან დაგვეხმარა.

სპალეტი? მწვრთნელიც მნიშვნელოვანი იყო, ამ სკუდეტოს ფუნდამენტი გასულ სეზონში ჩაიყარა, სპალეტიმ ეს ბედნიერება დაიმსახურა. 33 წელი ძალიან დიდი პაუზაა ისეთი ქალაქისთვის, როგორიც ნეაპოლია, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს. ახლა უბრალოდ სიტყვები არ მაქვს, საოცარი გრძნობაა“, - თქვა დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი", სადაც ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც თამაშობს, 33 წლის შემდეგ იტალიის ჩემპიონი მესამედ გახდა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა