პატიოსანი, წესიერი კაცია... - რას ამბობენ გიჩო მარგელაშვილზე მეზობლები?
ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფიგურანტის, გიჩო მარგელაშვილის მეზობლები ამბობენ, რომ მარგველაშვილი წესიერი კაცია.
„ბიზნესმენია, პატიოსანი, წესიერი კაცია და დაცვით დადიოდა“, - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს - წლების წინ დაწყებული კონფლიქტი და ფინანსური დავა. გამოძიება რეალურ მოტივს მალე დაადგენს.
მარგველაშვილის ოჯახის წევრები კი დეტალებზე არ საუბრობენ. დაჭრილია ორი პირი - გივი მარგველაშვილი, რომელიც ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება და მეორე დაჭრილი, რომელიც შემთხვევის ადგილზე შემთხვევით მოხვდა.
გუშინ, "გიჩო", იგივე გივი მარგველაშვილი, ტელეფონზე საუბრობდა, რა დროსაც თავდამსხმელმა მისი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. შემდეგ კი გივი მარგველაშვილის დაცვამ განახორციელა საპასუხო გასროლა თავდამსხმელის მიმართულებით, რის შედეგადაც საბა გახოკია ადგილზე გარდაიცვალა.