თეგებით ძიება

„ქოლცენტრებს“ ჩვენ თუ ვმფარველობთ, რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ? - ვახტანგ გომელაური განმარტებას აკეთებს

აქტიურად ვმუშაობთ, როგორც ფინანსური პოლიცია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვადასხვა უწყებები, რომ „ქოლცენტრები“ მაქსიმალურად დაიხუროს და აღარ იფუნქციონიროს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით განაცხადა.

„კავშირები ვისთან აქვთ, ამაზე დეტალებში არ ჩავალ, დაველოდოთ გამოძიებას და ალბათ ფინანსური პოლიცია გააკეთებს ამაზე განცხადებას.

ჩვენ თუ ვმფარველობთ და ჩვენი თუა, რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ, თუ რა ვიცი. ჩვენ ვააშკარავებთ, გუშინ ჩვენ გამოვააშკარავეთ. ასე, რომ რომ ეს რა თქმა უნდა, ტყუილია. არ ვიძიე მაგ საქმეს, ამაზე დაელოდეთ პროკურატურას. გენერალური პროკურატურა მუშაობს, ოცი უწყება ხომ არ იმუშავებს ერთ საქმეზე? დაელოდეთ და გეტყვიან პასუხს“, – განაცხადა გომელაურმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა