თეგებით ძიება
05. 05. 2023 სპორტი

"შანსი არ მქონდა ფეხბურთის შეყვარების და ფეხბურთის მანიაკი გამხადა" - სტეფანე მღებრიშვილი კვარაზე

მომღერალი, სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას სკუდეტოს მოპოვებას ულოცავს.

"სულ ფეხზე ვიდექი. როგორც თქვენ, მეც მინდოდა საბედისწერო გოლი გაეტანა. მეც ბედნიერი ვარ, ასე რომ დასრულდა ყველაფერი და ხვიჩა ჩემპიონია!

ამ ასაკში არცერთი შანსი არ მქონდა ფეხბურთის შეყვარების და ფეხბურთის მანიაკი გამხადა.

ზაფხულიდან მისი არცერთი შეხება ბურთთან და სხვა სახუმარო ვიდეოებიც კი მასზე არ გამომიტოვებია არცერთ პლატფორმაზე.

არც არავისი ასეთი ფანი არ ვყოფილვარ არასდროს. გაუმარჯოს ხვიჩას! იმედია მას მალე დედამიწის მთელი მოსახლეობა გაიცნობს, უყურებს თუ არა ფეხბურთს… როგორც მესის, როგორც რონალდოს!“, - წერს სტეფანე.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი", სადაც ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც თამაშობს, 33 წლის შემდეგ იტალიის ჩემპიონი მესამედ გახდა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა