თეგებით ძიება

:ქოლ-ცენტრები" კრიმინალური, ე.წ. ბიზნესი, დიდი უბედურებაა ქვეყნისა და მისი საერთაშორისო იმიჯისთვის - მამუკა ხაზარაძე

„ქოლ-ცენტრები კრიმინალური, ე.წ. ბიზნესი, დიდი უბედურებაა ქვეყნისა და მისი საერთაშორისო იმიჯისთვის - ყველა დასასჯელია კანონის მთელი სიმკაცრით, ვინც ამ სქემაშია ჩართული, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალგაზრდების კრიმინალსა და ადამიანების ძარცვაში ჩართვა მათი ცხოვრებისა და მომავლის დამახინჯებაა.

„ქოლ-ცენტრები“ - კრიმინალური ე.წ. „ბიზნესი“, დიდი უბედურებაა ქვეყნისა და მისი საერთაშორისო იმიჯისთვის. ახალგაზრდების კრიმინალსა და ადამიანების ძარცვაში ჩართვა მათი ცხოვრებისა და მომავლის დამახინჯებაა. ყველამ ვიცით, რომ ასეთი სტრუქტურები მთავრობისა და ხელისუფლების მფარველობის გარეშე ვერ იარსებებს. ყველა დასასჯელია კანონის მთელი სიმკაცრით, ვინც ამ სქემაშია ჩართული, მონაწილეობს, მფარველობს, ან იცის და ჩუმადაა. თუმცა, რა გასაკვირია, პრემიერის ოფისში, კანცელარიაში, ბოტებისა და ტროლების ფაბრიკაა გახსნილი“, - აღნიშნავს ხაზარაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა