ჰიტლერს თუ მოსწონდა ბეთჰოვენი, ეს ბეთჰოვენის ნაკლია? - მიხეილ სარჯველაძე სიმონიანის მიერ კალაძის ქებაზე
მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე მარგარიტა სიმონიანის მიერ თბილისის მერის კახა კალაძის ქებას ეხმაურება.
"კალაძეს არ მგონია, ამ შემთხვევაში, რომ კრიტიკა შეიძლება ეკუთვნოდეს იმის გამო, რომ მას სხვა აქებს. მაგალითად, ჰიტლერს თუ მოსწონდა ბეთჰოვენი, ამის გამო ეს ბეთჰოვენის ნაკლია თუ ჰიტლერზე შეგიძლიათ... არ შეიძლება ასე ვილაპარაკოთ. პარადიგმა თვითონ არასწორი. არცერთი შედარება არ გააკეთოთ, ოღონდ პიროვნებებზე. არც სიმონიანია ჰიტლერი და არც კალაძეა ბეთჰოვენი“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
ცნობისთვის, 4 მაისს ჟურნალისტმა, მარგარიტა სიმონიანი თბილისის მერის, კახა კალაძის კომენტარს გამოეხმაურა, რომელიც რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტს ეხება. კალაძემ განაცხადა, ქართული ღვინო რუსეთში თუ არ გავა, დავანგრევთ რუსულ ეკონომიკას? სისულელეა.