ჯანმო-მ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოაცხადა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოაცხადა.
ექსპერტთა თქმით, ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია კორონავირუსული პანდემიის საბოლოოდ დასრულების გზაზე.
ზუსტად 3 წლის წინ, 2020 წლის გაზაფხულზე, დაავადების მასშტაბური გავრცელების გამო, ჯანმო იძულებული იყო გამოეცხადებინა პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა საზოგადოებრივ ჯანდაცვის მიმართულებით.