ასპინძაში 30 წლის კაცს ეძებენ
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში 30 წლამდე კაცს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
გავრცელებული ინფრორმაციით, კაცი ძროხების სამწყემსად სახლიდან დღეს დილით გავიდა, თუმცა დანიშნულების ადგილზე არ მისულა. ახლობლები მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
ერთ–ერთი ვერსიით, რომელიც ამ დრომდე ოფიციალურ უწყებებს არ დაუდასტურებიათ, კაცი მტკვარში ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლისას ჩავარდა. სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაც არის ჩართული.