თეგებით ძიება

ფრიდონ ინჯიამ 186 000 ევროდ ვერტმფრენი შეიძინა

პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ 186 000 ევროდ ვერტმფრენი შეიძინა. ამის შესახებ მის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული.

დეკლარაციის  მიხედვით, ფრიდონ ინჯია ფლობს დიდძალ ქონებას, საცხოვრებელ თუ კომერციულ ფართებს, აქვს წილები სხვადასხვა კომპანიაში, ფლობს  აქციებს, ობლიგაციებს. ასევე, გასულ წელს მან სესხის პროცენტის სახით 30 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. 

დეპუტატმა ქონებრივი დეკლარაცია 2023 წლის 30 მარტს ჩააბარა. მას დეკლარაციაში მითითებული ჰყავს მხოლოდ მეუღლე, ლალი რუხია, რომელიც ასევე დიდძალი ქონებისა და შემოსავლის მფლობელია.

დეკლარაციის მიხედვით, ფრიდონ ინჯია საკუთარ სახელზე ფლობს სულ მცირე  3 ძვირადღირებული მსუბუქ ავტომანქანას. ამ ავტომანქანებიდან [S 560 MAYBACH] ერთ-ერთი 2021 წელს შეიძინა და  მასში 136 000 ევრო გადაიხადა. ის ასევე ფლობს ძვირადღირებულ ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც 2016 წელს აჩუქეს.

შევსებული დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატ ფრიდონ ინჯიას ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნუსხა საკმაოდ გრძელია და ის 9 გვერდს მოიცავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა