გვატემალაში ვულკანი ამოიფრქვა
გვატემალაში ყველაზე აქტიური ვულკანი ფუეგო ამოიფრქვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიიდან ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
კატასტროფის სააგენტოს უფროსის თქმით, ვულკანის ფერფლმა შეიძლება გავლენა მოახდინოს რეგიონში მცხოვრებ 100 000-მდე ადამიანზეც.
ცნობისთვის, 2018 წელს ფუეგოს ამოფრქვევას 194 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.