თეგებით ძიება
05. 05. 2023 მსოფლიო

ევროკავშირი უკრაინას საბრძოლო მასალის შესაძენად 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

თანხა “მშვიდობის ევროპული ფონდიდან” გამოიყოფა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 155 მმ საარტილერიო ჭურვებისა და საჭიროების შემთხვევაში, რაკეტების შესაძენად. მათი შეკვეთა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ნორვეგიაში მდებარე მწარმოებლებისგან მოხდება, თუმცა კომპონენტების შეძენა სხვა ქვეყნებშიც იქნება შესაძლებელი.

აღინიშნება, რომ ამ თანხით მოხდება იმ კონტრაქტების დაფინანსება, რომლებიც არაუგვიანეს 2023 წლის 30 სექტემბერს დაიდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა