თეგებით ძიება

რუსი პროპაგანდისტი მომღერალი, ვარია მაქსიმა საქართველოში საავტორო ტურს გეგმავს

რუსეთის ომის მხარდამჭერი, მომღერალი და ბლოგერი ვარია მაქსიმა, რომელიც ასევე გამოდის ე.წ. Z კონცერტებზე, საქართველოში საავტორო ტურს გეგმავს, სახელწოდებით - "Гамарджоба, Грузия". ამის შესახებ გამოცემა „ეხო კავკაზა“ წერს, რომელსაც ტურის შესახებ იაკუტელმა აქტივისტმა, აიხალ ამასოვმა შეატყობინა.

მომღერლის „ინსტაგრამ“ გვერდზე აღნიშნულია, რომ "საავტორო ტურის" მონაწილეები 6-12 მაისს საქართველოს "კოლორიტულ ქალაქებს" ეწვევიან, მოინახულებენ ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს.

არსებული ინფორმაციით, მომღერალი, ტურის მონაწილეებთან ერთად, საქართველოში ჩამოსვლას ვლადიკავკაზიდან გეგმავს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა