თეგებით ძიება

ევროპულ ოჯახში გვინდა, მაგრამ ღირებულებების გათვალისწინებით - გივი მიქანაძე

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გივი მიქანაძე „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და საზოგადოების დაკვეთაზე ისაუბრა.

„არავინ არავისთვის პირობების წაყენებას არ აპირებს, უბრალოდ ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი განცხადება, რომ ჩვენ გვინდა და აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი. საქართველო იყო არის და იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი. ამისათვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ  ევროპის წევრი უნდა გავხდეთ ღირსებით“ – განაცხადა „ფორტუნას“ ეთერში მიქანაძემ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ ღირებულებების დაცვა, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების იდენტობასთან არის დაკავშირებული. იმასთან ერთად, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილის დაკვეთაა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, ამასთანავე საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთხოვნაა, გავხდეთ ევროპის წევრი სწორედ იმ ღირებულებების  შენარჩუნებით, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელია. ეს ისედაც გაცხადებულია. ჩვენ ვამბობთ რომ ევროპულ ოჯახში გვინდა, მაგრამ ღირებულებების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს კულტურასთან არის ასოცირებული“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეგახსენებთ მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტში გამართული გამოფენა პროპაგანდაზე ბევრად მეტია და უხეშად ლახავს ადამიანის უფლებებს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა