თეგებით ძიება

გოგა მარგველაშვილი შვილის დაჭრასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე დაჭრილი გიჩო მარგველაშვილის მამა, თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი, გოგი მარგველაშვილი მომხდართან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. 

იგი ამბობს, რომ მისი შვილის მდგომარეობა მძიმეა და ჯერჯერობით შვილთან მომხდარზე არ უსაუბრია.

„არავინ არაფერს არ უკავშირებს. გუშინ ამბავი მოხდა. მთელი ღამე საავადმყოფოში ვიყავი და დღეს დილით მე რამეზე პასუხი მექნება, როგორ ფიქრობთ? არ ვიცნობდით საბა გახოკიას და მის ოჯახს.

ბიზნესმეწილეები იყვნენ თუ არა არ ვიცი, არც ის ვიცი, წარსულში არსებობდა თუ არა მათ შორის რაიმე დაპირისპირება, ამის შესახებ არ მსმენია. რეანიმაციაშია, ძალიან მძიმეა მისი ჭრილობები, ამიტომაც არ გამოუკითხავთ“, – ამბობს გიჩო მარგველაშვილის მამა „ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად მოკლულია ერთი პირი, ორი ადამიანი კი დაიჭრა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა