თეგებით ძიება

ოდესის მერი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ოდესის მერ, გენადი ტრუხანოვი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

ტრუხანოვი გუშინ დააკავეს, რადგან მან არ გადაიხადა სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაო - 30,866 მილიონი გრივნა დადგენილ ვადაში, ამიტომ პროკურორმა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვა.

სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 60-დღიანი პატიმრობა შეუფარდა 13,42 მილიონი უკრაინული გრივნის გადახდამდე და ვადად 5 დღე მისცა.

არსებული ინფორმაციით, გირაოს თანხა ოდესის საქალაქო საბჭოს მერის მხარდამჭერი ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა, დიმიტრი ტანციურამ გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ ტრუხანოვი ერთ-ერთი ბრალდებულია ოდესის ქარხანა „კრაიანის“ საქმეზე. უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიურო მიიჩნევს, რომ ტრუხანოვი კორუფციული სქემის ორგანიზატორია, რომლითაც 90 მილიონ გრივნაზე მეტი გაიფლანგა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა