ოქროს წყვილი - იტალიური მედია კვარა-ოსიმენის დუოზე
იტალიურ მედიაში არ წყდება გამოხმაურება კვარაცხელია ოსიმენის დუეტზე და მათ ოქროს წყვილს უწოდებენ.
"ოქროს წყვილი ჯადოსნური ნეაპოლიტანური ჩემპიონატიდან. ამ სკუდეტოს ხელს კვარაცხელია და ოსიმენი აწერენ.
მათ 34 კომბინირებული გოლი გაიტანეს და 17 საგოლე გადაცემა გააკეთეს სერია A-ში, ხოლო მთლიანობაში ყველა შეჯიბრებაზე - 41 და 21.
ეს ციფრები სრულად არ აღბეჭდავს იმ წვლილს, რაც ამ ფეთქებადმა წყვილმა შექმნა.
ამ ორმა თავდამსხმელმა თავიანთი შეუჩერებლობით ქალაქს ისევ ოცნება გაუჩინა და მთელი ევროპის პატივისცემა დაიმსახურა", - წერს La Gazzetta dello Sport.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი", სადაც ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც თამაშობს, 33 წლის შემდეგ იტალიის ჩემპიონი მესამედ გახდა.