არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა - 60 წლამდე მამაკაცი ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს
რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ, 60 წლამდე მამაკაცსა და 50 წლამდე ქალს შორის კამათი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.
ქმარმა ცოლს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. აღნიშნულ მისამართზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.
პოლიციამ მამაკაცი ადგილზე დააკავა.