ჩამოასვენეს - ვინ არის კიდევ ერთი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი?
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი, ზურაბ ოდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. აეროპორტში ქართველი მებრძოლის ნათესავები და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ ოდიშვილი უკრაინაში 26 აპრილს დაიღუპა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.