ევროპა იქნება, ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი თუ დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნები, უნდა შეეგუონ, რომ ქართველები ასეთები ვართ - მეუფე იაკობი
ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, რომ ევროპას საქართველო სჭირდება, თუმცა მათგან რაც საქართველოსთვის ცუდია, ქვეყანა ვერ მიიღებს.
"ევროპა იქნება, ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი თუ დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნები, უნდა შეეგუონ, რომ ქართველები ასეთები ვართ. იცოდეთ ქართველებო, რომ ღმერთი ჩვენ არასდროს არ გაგვწირავს, უარესი რამეები გამოგვივლია და გვინახავს. ჩვენ ვჭირდებით ევროპას, ჩვენი სისუფთავე სჭირდება და იდეები. რაც კარგი აქვთ, გაუმარჯოთ იმ კარგში, რაც ჩვენთვის ცუდია, ვერ მივიღებთ. თავიანთ ქვეყნებში რაც უნდათ, ის კანონები მიიღონ, ჩვენ როგორც ვართ, დაგვაცადონ, რომ ასე ვიცხოვროთ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.