თეგებით ძიება

"წამალი დაიდება! ვულოცავ გმირ დედებს!" - რა ინფორმაციას ავრცელებს სოფო ჯაფარიძე?

ექიმი და ტელეწამყვანი, სოფო ჯაფარიძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს მიმართავს და მათ გამარჯვებას ულოცავს.

"წამალი დაიდება!!

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

ვულოცავ გმირ დედებს!! ვულოცავ ყველაზე მაგარ ბავშვებს!

მადლობა ყველას ვინც მათ გვერდით იდგა!

იქამდე ვიდგებით თქვენ გვერდით, სანამ არ დავინახავთ წამალს!

უდიდესი მადლობა!", - წერს სოფო ჯაფარიძე.

ცნობისთვის, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა, რომლებიც საპროტესტო აქციებს აპრილიდან მართავდნენ, პროტესტი 5 მაისს შეწყვიტეს. ისინი აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ საქართველოში შემოტანასა და სახელმწიფოს მიერ მკურნალობის დაფინანსებას ითხოვდნენ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა