თეგებით ძიება

ჩვენთვის ევროპული იდეების დამკვიდრება, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფესვებთან მიბრუნების პროცესია - შალვა პაპუაშვილი

ევროპის დღეს, წელს განსაკუთრებული ემოციებით აღვნიშნავთ. ბევრი თაობის მცდელობა, რომ საქართველოს ევროპულ ოჯახში დაებრუნებინა თავისი ისტორიული ადგილი, ნაბიჯ-ნაბიჯ რეალობად იქცევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ევროპული მომავალი საქართველოს მოსახლეობის კარგად გააზრებული პრაგმატული არჩევანია, ევროპული ღირებულებები კი, ქართული კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის შემადგენელი ნაწილი.

„2022 წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, რაც იმის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველო ევროპაა და ევროპა საქართველოა. რობერტ შუმანის დეკლარაციით შექმნილი ევროპული თანამეგობრობის იდეები და პრინციპები დღესაც ისეთივე აქტუალური და მნიშვნელოვანია, როგორც 70 წლის წინ.

ევროკავშირი იმის გააზრებას ეფუძნება, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. სამწუხაროდ, ამ იდეამდე მისვლას ორი მსოფლიო ომი და ენით აღუწერელი ტრაგედიები დასჭირდა. საბედნიეროდ, ევროპამ შეძლო საკუთარი წარსულის გააზრება და მისი წევრები მშვიდობით და კეთილდღეობით შეაკავშირა.სწორედ ამიტომ არის ევროკავშირი ასე მიმზიდველი საქართველოს და თავისუფლების მოყვარე სხვა ერებისთვის, ეს არის მშვიდობის, თავისუფლების და კეთილდღეობის უნიკალური პროექტი", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 6 და 7 მაისს საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა