თეგებით ძიება

ასპინძაში 28 წლის კაცს ეძებენ

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში 28 წლის ასაკის კაცს ეძებენ. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

ადგილობრივების განმარტებით, მამაკაცი ძროხების სამწყემსად სახლიდან 5 მაისს გავიდა, თუმცა დანიშნულების ადგილზე არ მისულა.

ერთ–ერთი ვერსიით, რომელიც ამ დრომდე ოფიციალურ უწყებებს არ დაუდასტურებიათ, კაცი მტკვარში ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლისას ჩავარდა. 

კერძოდ, ერთ–ერთი ადგილობრივის თქმით,  28 წლის ბიჭი მტკვარზე გადასვლას, ბაგირზე დაკიდებული კალათს გარეშე ცდილობდა, წყალშიც სწორედ ამ დროს ჩავარდა.

"კალათი მეორე მხარეს იყო, არ გამოითრია და ბაგირზე ხელებით ჩამოეკიდა. ფერმიდან ხედავდნენ როგორ ჩავარდა ბიჭი წყალში", – აცხადებს მოქალაქე, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

ადგილზე მყოფების უმეტესობა კი ამბობს, რომ 28 წლის ბიჭის ჩავარდნის ფაქტი არავის დაუნახავს, შესაბამისად არც ის იციან ნამდვილად წყალში ჩავარდა, თუ სხვა მიმართულებით წავიდა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა