თეგებით ძიება
06. 05. 2023 მსოფლიო

ღმერთო დაიფარე მეფე - გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს გვირგვინი დაადგეს

გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს გვირგვინი დაადგეს.

კორონაციის ცერემონია უესტმინსტერის სააბატოში მიმდინარეობს.

ახალი მეფის კორონაცია გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით საზეიმო ზალპებით აღნიშნეს.

მონარქად კურთხევის ცერემონიისას წმინდა პეტრეს სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდნენ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, ამერიკის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, ასევე უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. საქართველოს კი ბრიტანეთში პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდა. დღევანდელ ცერემონიაზე 2000-ზე მეტი სტუმარი იყო მოწვეული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა