თეგებით ძიება
06. 05. 2023 მსოფლიო

აფეთქების შედეგად მძღოლი დაიღუპა - რუსეთში ცნობილი მწერლის ავტომანქანა ააფეთქეს

უცხოური მედიის ინფორმაციით, რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, ცნობილი რუსი მწერლის და პოლიტიკოსის, ზახარ პრილეპინის ავტომანქანა ააფეთქეს.

გამოცემის ცნობით, აფეთქების შედეგად მძღოლი დაიღუპა, ხოლო მწერალმა სხეულის დაზიანება მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პრილეპინის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წინასწარი ინფორმაციით, პრილეპინი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით ააფეთქეს, რომელიც ტერორისტმა დისტანციურად აამოქმედა.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა