თეგებით ძიება

20 000 წლის წინანდელ ყელსაბამი ქალის დნმ-ით - რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა? (ფოტო)

არქეოლოგებმა 20 000 წლის წინანდელ ყელსაბამში ქალის დნმ აღმოაჩინეს.

გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტის ევოლუციურმა ანთროპოლოგებმა მიაგნეს გზას, როგორ შეისწავლონ უძველეს არტეფაქტებში ე. წ. გარემოს დნმ ისე, რომ ეს არტეფაქტები არ დააზიანონ. ამ მეთოდით მათ 2019 წელს სახელგანთქმულ დენოსოვას მღვიმეში აღმოჩენილი სამკაულები შეისწავლეს.

ქრომოსომების ფრაგმენტების გარდა, თავად ქალის სხვა კვალს ვერ მიაგნეს. მისი ოფლისა და კანის უჯრედების მიერ შეწოვილი გენები ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ ეს ქალი პალეოლითის ხანაში ჩრდილოეთ ევრაზიაში მცხოვრებ ჯგუფს მიეკუთვნებოდა.

საოცარი აღმოჩენა აჩენს მოსაზრებას, რომ კბილებისა და ძვლებისგან დამზადებული სხვა პრეისტორიული არტეფაქტებიც შეიძლება იყოს უძველესი გენეტიკური მასალების წყარო. მათში შეიძლება საკმაოდ კარგად იყოს დაცული ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ იყენებდნენ და ატარებდნენ ჩვენი წინაპრები ობიექტებს ძლიერ შორეულ წარსულში.

„ჩვენი კვლევა ხელახლა ადგენს, როგორ შეიძლება დავუკავშიროთ კულტურული და გენეტიკური ჩანაწერები პრეისტორიულ არქეოლოგიასთან“, — წერენ მკვლევრები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა