თეგებით ძიება
06. 05. 2023 მსოფლიო

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 45 ჯარისკაცი გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ცნობით,რუსული ტყვეობიდან გაათავისუფლეს კიდევ  45 უკრაინელი  სამხედრო.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ყველა მათგანი ეროვნული გვარდიის თანამშრომელია - 35 რიგითი და სერჟანტი, და  10 ოფიცერი.

ანდრეი ერმაკის თქმით, მათ შორის არიან ჯარისკაცები, რომლებიც მარიუპოლსა და "აზოვსტალ" იცავდნენ. 

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა