თეგებით ძიება
06. 05. 2023 ვიდეო

"არ მიყვარს, რომ მეხებიან" - სკოლის მოსწავლე დირექტორის ქმარს სექსულურ შევიწვროებაში ამხელს და ვიდეოს უვრცელებს

სკოლის მოსწავლე დირექტორის ქმარს სექსულურ შევიწვროებაში ამხელს. ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას "ქრონიკა პლიუსი" ავრცელებს. 

 შემთხვევა იმერეთში მოხდა. 

16 წელს მიუღწეველი გოგონა ამტკიცებს, რომ ფაქტი იმ დროს მოხდა, როცა მის სკოლაში მძღოლად დასაქმებულ 60 წლამდე მამაკაცს, საგაკვეთილო პროცესის შემდეგ სახლში მიჰყავდა. არსებობს ვიდეო კადრებიც, რომელიც, სავარაუდო მსხვერპლმა თავად გადაიღო.

როგორც ირკვევა, რომ ის შუამთის სკოლის დირექტორის, ლალი სულაბერიძის მეუღლე, ტარიელ მეფარიშვილია, რომელიც სკოლაში სამარშრუტო ტაქსის მძღოლად მუშაობს და მოსწავლეები გადაჰყავს.

კადრებში კარგად ჩანს ქმედებები, რომელსაც მამაკაცი არასრულწლოვანის მიმართ ახორციელებს. მამაკაცი გოგონას ნების საწინააღმდეგოდ ეხება.

"არ მიყვარს, როცა მეხებიან", - ისმის ვიდეოში გოგონას ხმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა