საქართველოში ტრადიციების განადგურებას ვინც შეეცადა, დღეს ისტორიაშიც კი არ იხსენება, ამიტომ, ფრთხილად იყავით - მეუფე საბა ევროპას
სამტრედიისა და ხონის მღვდელმთავარი, მეუფე საბა აცხადებს, რომ დასავლეთი საქართველოს ქვეყნისთვის მიუღებელი წესების მიღებას არ უნდა სთხოვდეს.
"ვინც შეურაცხყოფს დედა ღვთისმშობელს, ან შეურაცხყოფს თამარ მეფეს, ან რომელიმე წმინდანს, ან შეურაცხყოფს ჩვენს წესებს, ტრადიციებს, გინდათ? ასეთი მიგვიღეთ, არ გინდათ? კარგად იყავით.
თუ თქვენ გაქვთ, თქვენი წესები და ტრადიციები, რაშიც ეჭვი მეპარება, ჩვენ უფრო მეტი გვაქვს. არავინ არ უნდა უთხრას ქართველებს, არავინ არ უნდა დაემუქროს ჩვენ ქვეყანას, რომ ისეთი წესებით მიგიღებთ, როგორიც ჩვენ გვინდა. აბა შეეცადეთ საქართველოში წესების და ტრადიციების განადგურებას. და ვინც შეეცადა, დღეს ისტორიაშიც კი არ იხსენება. ამიტომ, ცოტა ფრთხილად იყავით, როდესაც ამ ქვეყანას ისე ექცევით და ესაუბრებით როგორც თქვენ გინდათ და არა ისე, როგორც ის იმსახურებს“, - განაცხადა მეუფე საბამ.