„გამარჯობა! მე ვარ აფხაზი, თუ თვლი, რომ ჩვენ ძმები ვართ, ჩამეხუტე“ - აფხაზი ბლოგერის სოციალური ექსპერიმენტი თბილისში (ემოციური ვიდეო)
აფხაზმა ბლოგერმა, დაურ ბუავამ თბილისში, რუსტაველის გამზირზე სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა.
„გამარჯობა! მე ვარ აფხაზი, თუ თვლი, რომ ჩვენ ძმები ვართ, ჩამეხუტე“ - ამ წარწერით ხელში ბლოგერი ქუჩაში გავიდა.
„მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ ექცევიან სინამდვილეში აფხაზებს საქართველოში. ცოცხალი სტატისტიკა, ნამდვილი ემოციები და უდიდესი ენერგიის მუხტი სოციალური ექსპერიმენტის შემდეგ. მსოფლიოს მშვიდობა,“ - ციტირებს ბლოგერს "ფორმულა".