თეგებით ძიება

არასრულწლოვანის მიმართ სავარაუდო სექსუალური ქმედების ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით, ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი 6 მაისს, სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც ასახულია არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული, სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ფაქტი. 

იოსელიანი საგამოძიებო ორგანოებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდებს და დასძენს, რომ აღნიშნულ საქმეს, საკუთარი მანდატის ფარგლებში შეისწავლის.

„6 მაისს, სოციალურ მედიაში გავრცელდა არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული, სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები.

ამ დროისათვის, სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ. ამავდროულად, აუცილებელია, ყველა იმ პირის იდენტიფიცირება ვისი მხრიდანაც განხორციელდა არასრულწლოვანის სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტები. აღნიშნულის პარალელურად, მნიშვნელოვანია, იმ ბავშვის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი ფსიქო-სოციალური სერვისების მიწოდება ვის მიმართაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა აღნიშნულ ქმედებებს.

ამასთან, მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა, მაქსიმალურად უზრუნველყონ ბავშვების კონფიდენციალურობის დაცვა და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება, რათა, მათ შორის, არ მოხდეს არასრულწლოვანთა რეტრავმატიზაცია. სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, აღნიშნულ საქმეს შეისწავლის“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს არასრულწლოვანზე სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ფაქტი, ზრდასრული მამაკაცის მხრიდან.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა