თეგებით ძიება

ცხოველის გასეირნების წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმების გაზრდა იგეგმება

შინაური ცხოველის გასეირნების წესების დარღვევისთვის, შესაძლოა, მეპატრონისთვის გათვალისწინებული ჯარიმა გაიზარდოს. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი, გიორგი კობიაშვილი ავრცელებს.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულ სიახლეზე საკანონმდებლო ორგანო მუშაობს, დღეს კი ჯარიმის ოდენობა 20 ლარით არის განსაზღვრული.

„ცხოველი რეგისტრირებული უნდა იყოს, მეტისის შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია მოახდინოს ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაცია. მინიმალური საკვების მიცემა, ასევე, აუცილებელია მეპატრონემ გასეირნების წესები დაიცვას. კერძოდ, 19:00 საათიდან 23:00 საათამდე, როდესაც გამოგყავს ცხოველი, უნდა გამოიყენო ალიკაპი ან საბელი. ასევე, შესაძლებელია მოკლე საბელით გამოიყვანო, ალიკაპის გარეშე.

ეს მინიმალური წესებია, რომელიც მეპატრონემ უნდა დაიცვას. არსებობს გასეირნების წესები, რომლის დარღვევის შემთხვევაში მეპატრონე 20 ლარით ჯარიმდება. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იგეგმება ამ ჯარიმის გაზრდა. რასაც მეც ვემხრობი. ვფიქრობ, დღეს საკმაოდ დიდ პრობლემა არის ამ მიმართულებით. სკვერებში, სადაც არსებობს ძაღლებისთვის სასეირნო სპეციალური სივრცე ცარიელია და ძაღლების უშვებენ საბელის გარეშე, მაგალითად ბავშვების სივრცეში“,- განაცხადა გიორგი კობიაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა