თეგებით ძიება

შინაური ცხოველების ყოლა, შესძლოა, ფასიანი გახდეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვით ცხოველთა მეპატრონეებისთვის გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდება.

კერძოდ, მოქალაქეებს თითო ცხოველზე გარკვეული გადასახადი დაუწესდებათ. შინაური ცხოველების მოვლა-პატრონბის გამკაცრებული რეგუაციების პარალელურად, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქალაქეებს მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველის რეგისტრაციისკენ მოუწოდებს და უფასო სტერილიზაციას სთავაზობს. კამპანია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი მიზანია შემცირდეს ქალაქში მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობა.

"მიმდინარეობს მუშაობა შინაური ბინადარი ცხოველთა კანონის შესახებ. მიმდინარეობს შეხვედრები, რათა მივიღოთ კანონი, რომელიც დაარეგულირებს ამ სფეროს. იყო საუბარი, მაგალითად, გადასახადის დაწესებაზე ძაღლის პატრონობასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე საბოლოო ვერსია არ არის ჩამოყალიბებული. გარდა გადასახადებისა, იქნება შემოღებული ასკობრივი შეზღუდვა ძაღლის მეპატრონის, ან სანქციების გაზრდა მოვლა-პატრონობის წესების დარღვევაზე, ან გასეირნების წესების დარღვევაზე", - აცხადებს თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი, გიორგი კობიაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა