თეგებით ძიება

ოსვენციმის კადრები გიდგება თვალწინ რომ უყურებ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

"ჩემი აზრით, არის უარესი და უარესი ყოველდღე. ყოველი მისი წამოწევა არის ჩემთვის გულის ფრიალი, იმიტომ, რომ სულ მიდგება თვალწინ მისი დავარდნა. ეს ყოველწუთს შეიძლება, გამეორდეს. ადამიანი არის უკიდურესად ცუდად, ჩონჩხი, ოსვენციმის კადრები გიდგება თვალწინ რომ უყურებ. რაც შეეხება სტრასბურგს ველოდებით, რაღაც პერიოდია საჭირო, უნდა გავიდეს", - თქვა გიული ალასანიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა