თეგებით ძიება

რომელი დიზაინერის სამოსი ეცვა სალომე ზურაბიშვილს მეფე ჩარლზ III-ის კორონაციაზე?

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სალომე ზურაბიშვილის ბრიტანეთში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ადმინისტრაცია წერს, თუ რომელი დიზაინერის სამოსით წარსდგა პრეზიდენტი ბუკინგემის სასახლეში, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციაზე.

„პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქართველი დიზაინერების მხარდაჭერისა და პოპულარუზაციის მიზნით, ლონდონში, ბუკინგემის სასახლეში მიღებაზე, რომელიც  გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კონსორტის სახელით ცერემონიაზე მიწვეული უცხო ქვეყნის ლიდერების პატივსაცემად გაიმართა, ქართველი დიზაინერის ქეთი ჩხიკვაიძის სამოსით წარდგა.

რაც შეეხება დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიას, იქ ირაკლი ნასიძისა და ჯაბა დიასამიძის სამოსითა და ნინა ზარქუას აქსესუარით დაესწრო”, -  წერია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა