გვპირდებიან, მოგვცემენ იმდენ საბრძოლო მასალას, რამდენიც დაგვჭირდება - ევგენი პრიგოჟინი
„ვაგნერის“ მფლობელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მიიღო საბრძოლო ინსტრუქციები და პირობა, რომ ვაგნერის სამხედროები მიიღებენ იმდენ ტყვია-წამალსა და იარაღს, რამდენიც დასჭირდებათ.
"გვპირდებიან, რომ მოგვცემენ ტყვია-წამალს და იარაღს, იმდენს რამდენიც გვჭირდება, რომ გავაგრძელოთ ოპერაციები.
გვეფიცებიან, რომ ყველაფერს მოგვცემენ, რაც გვჭირდება, რათა მტერმა არ დაგვამარცხოს
გვეუბნებიან, რომ შევძლებთ ბახმუტში მოქმედებას ისე, როგორც გვსურს.
და მოგვცემენ [სერგეი] სუროვიკინს, როგორც იმ ადამიანს, ვინც მიიღებს ყველა გადაწყვეტილებას ვაგნერის ჯგუფის საბრძოლო მოქმედების ფარგლებში თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით" - განაცხადა პრიგოჟინმა.
ცნობისთვის, 29 აპრილს, პრიგოჟინმა თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ულტიმატუმი წაუყენა, რომ თუ „ვაგნერის“ სამხედროებისთვის ტყვია-წამლის დეფიციტის პრობლემა არ გადაიჭრებოდა, მისი დანაყოფები იძულებულები იქნებოდნენ, გამოსულიყვნენ უკრაინის ქალაქ ბახმუტიდან.