მოლდოვაში პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მოლდოვის პრეზიდენტ, მაია სანდუს გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვას ითხოვენ.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, აქციაზე 27 ადამიანი დააკავეს. დაკავებულების ნაწილს აალებადი ნივთიერებები აღმოაჩნდა, რომელთა საშუალებითაც ისინი სხვადასხვა ობიექტისთვის ცეცხლის წაკიდებას აპირებდნენ.