თეგებით ძიება

„დაუშვებელია ძაღლის ყოლაზე გადასახადის შემოღება, ეს ცხოველთა მიტოვების მხრივ არსებულ ვითარებას კატასტროფულ დაამძიმებს!“ - ლაშა ჩხარტიშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„სრულიად დაუშვებელია ძაღლის ყოლაზე გადასახადის შემოღება, მითუფრო ტოტალურად ღარიბ–ღატაკ ქვეყანაში, რადგან სხვა თუ არაფერი, ეს ცხოველთა მასობრივ მიტოვების მხრივ არსებულ ვითარებას კატასტროფულ დაამძიმებს! გადასახი შეიძლება დაწესდეს, მხოლოდ “გამრავლების ლიცენზიაზე”…. უფასო სტერილიზაციის პროგრამა კი, 1 თვით კი არა, მუდმივმოქმედ რეჟიმში უნდა განახორციელოს სახელმწიფომ!

P.S. სავალდებულო რეგისტრაციაც უფასო უნდა იყოს, გარდა ძვირადღირებული ჯიშების წარმომადგენლებისა…

P.P.S. და საერთოდ, გვაღირსონ კანონპროექტის ის ვერსია, რომელზეც ახლა მუშაობენ... ასე ალაგ-ალაგ, დოზირებულად რომ ავრცელებენ…“ - წერს ჩხარტიშვილი.

ცნობისთვის, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვით ცხოველთა მეპატრონეებისთვის გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა